logo_geo
eng_logo
დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
- +

7 მარტი. 2016. 19:10


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ემიგრაციიდან  დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.  


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.


2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად  600 000 ლარი გამოიყო, რომელსაც   სამინისტრო 6 საგრანტო მიმართულებით გასცემს:


  • სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა
  • სოციალური პროექტების დაფინანსება
  • სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა
  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • იურიდიული დახმარების გაწევა
  • სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება


საგრანტო კონკურსი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული - სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის შესაბამისად ცხადდება. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ან მის ფილიალს.


არასამთავრობო ორგანიზაციების განაცხადებს სამინისტროში საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილი საგრანტო კომისია განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც  როგორც სამინისტროს, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან.  კომისია თითოეულ საგრანტო მიმართულებაზე გამარჯვებულს შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამოავლენს.


დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით სამინისტრო აქტიურად  თანამშრომლობს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე არასამთავრობო სექტორთან.


დღესვე,  მინისტრის პირველი მოადგილე  გრიგოლ გიორგაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა და კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


საგრანტო კონკურსი დაიწყო 7 მარტს და 21 მარტს 18:00 საათზე დასრულდება.  დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner