logo_geo
eng_logo
ზაზა მარიდაშვილი: ჟურნალისტიკის სტანდარტები მედიისგან მიუკერძოებლობას მოითხოვენ, შეუძლებელია, ტელევიზიამ ეს სტანდარტები დაიცვას, როცა მას პოლიტიკური დაკვეთა აქვს
- +

14 თებერვალი. 2022. 12:21

 

 

„თვალსა და ხელს შუა, სულ რაღაც ერთ წუთში შეიქმნა დიდი სიყალბე და მოხდა მისი ტირაჟირება; კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ კობახიძის მოსაზრებას, სადაც მან ერთ წინადადებაში ახსენა სარჩელის საკითხი“, - ასე ეხმიანება იურისტი ზაზა მარიდაშვილი ტელეკომპანია „მთავარზე“ გასულ სიუჟეტს, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლონდა თოლორაიას მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე საუბრობს.

 

როგორც იურისტი განმარტავს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ სარჩელს კონკრეტული სამართლებრივი მიზეზების გამო პერსპექტივა არ აქვს.

 

„ოპოზიციური ტელევიზიები რომ სააკაშვილის და ოპოზიციის დღის წესრიგით მოქმედებენ ყველასთვის ცნობილია; ასევე, ცნობილია ჟურნალისტიკის სტანდარტები, რომელიც მედიისგან მიუკერძოებლობასა და ნეიტრალობას მოითხოვენ; შეუძლებელია ტელევიზიამ ეს სტანდარტები დაიცვას, როცა მას პოლიტიკური დაკვეთა აქვს და მისი მიზანი არა მაყურებლების ობიექტური ინფორმირებაა, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ძალის დესტრუქციული გზის გამძლავრება და ამ გზით საზოგადოებაში დამკვეთი პარტიის სასარგებლო განწყობების შექმნაა; ზოგადად არ ვისაუბრებ და თქვენ ყურადღებას ერთ ფაქტზე გავამახვილებ; „მთავარის“ ერთ-ერთ სიუჟეტში განხილული იქნა ლონდა თოლორაიას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის თემა; ამ ფაქტს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმაურება და აცხადებს (ციტატა): „ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს კონკრეტული სამართლებრივი მიზეზების გამო...“ შემდეგ, კობახიძის ამ მოსაზრებას აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი (ციტატა): „ასეთი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და სასამართლოც მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართული ოცნებისთვის არის სასარგებლო“ დაბოლოს, თავად „მთავარის“ ჟურნალისტის დასკვნა (ციტატა): „ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ნამდვილად აზრი არ აქვს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რადგან კობახიძემ დღეს ფაქტობრივად თქვა ის, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და ლონდა თოლორაიას სარჩელს არ დააკმაყოფილებს მოსამართლე“.

 

აი, ასე, თვალსა და ხელს შუა, სულ რაღაც ერთ წუთში შეიქმნა დიდი სიყალბე და მოხდა მისი ტირაჟირება; კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ კობახიძის მოსაზრებას, სადაც მან ერთ წინადადებაში ახსენა სარჩელის საკითხი და ხაზი გაუსვა, რომ კონკრეტული სამართლებრივი მიზეზების გამო ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს; სიცრუის მანქანამ, რომელშიც ჭანჭიკების როლს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად მათი სატელიტი არასამთავრობოები და ტელევიზიები ასრულებენ, ამ ერთი ფრაზისგან უცბად შექმნეს დიდი სიყალბე; ეს კონკრეტული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რამდენად დეგრადირებულია ოპოზიციური ფრთა და რამდენადაც დესტრუქციულია მათი თითოეული მოქმედება და თითოეული ფრაზაც კი“, - წერს იურისტი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner