logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: წლის დასაწყისი განსაკუთრებული ეკონომიკური აქტიურობით არ გამოირჩევა, ამიტომ, „საქსტატის“ მონაცემები დამაიმედებელია და მთელი წლისთვის კარგი სტარტის საფუძველს იძლევა
- +

14 თებერვალი. 2022. 15:17

 

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში შოთა გულბანი თავის ფეისბუქ-გვერდზე აღნიშნავს, რომ ტრადიციულად წლის დასაწყისი და განსაკუთრებით იანვარი განსაკუთრებული ეკონომიკური აქტიურობით არ გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამიტომ, „საქსტატის“ მიერ 2022 წლის იანვრის, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები, დამაიმედებელია და მთელი წლისთვის კარგი სტარტის საფუძველს იძლევა.

 

„საქსტატის“ მიერ 2022 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემის თანახმად, 2022 წლის იანვარში ექსპორტი 47.6 პროცენტით გაიზარდა და 331.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა, როგორც 2020 წლის იანვრის (24%-ით), ასევე 2019 წლის (40%-ით) ექსპორტის მონაცემებს. იმპორტი 38.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს და 778.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. იმპორტი 25.2 პროცენტით აღემატებოდა 2020 წლის მონაცემს და 10,084 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2022 წლის იანვარში სავაჭრო ბრუნვა 41.1 პროცენტით გაიზარდა და 1 109.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის იანვრის მონაცემთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 21.5%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით 29.4%-ით. 2022 წლის იანვარში სავაჭრო დეფიციტი 109.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 446.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - წერს შოთა გულბანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner