„თუ მოსკოვი სირიაში პოლიტიკური დარეგულირების პროცესს კვლავ შეაფერხებს, ის გახდება „უპასუხისმგებლო მსახიობი მსოფლიო სცენაზე", რომელიც სისხლიან რეჟიმს უჭერს მხარს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი პირდაპირ მონაწილეობას იღებს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში და მხარს უჭერს ბაშარ ალ-ასადის ჯარებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმიან.
ბარაქ ობამას თქმით, აშშ სირიაში სიტუაციის დასარეგულირებლად მოსკოვთან თანამშრომლობისთვის კვლავ მზად არის, თუმცა ვერ იქნება დარწმუნებული, რომ ამ კუთხით ვლადიმერ პუტინის ნდობა შეიძლება.
ბარაქ ობამამ ასევე განაცხადა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" დასუსტდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.