logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: რუსეთი პირდაპირ მონაწილეობას იღებს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში
- +

5 აგვისტო. 2016. 12:02


თუ მოსკოვი სირიაში პოლიტიკური დარეგულირების პროცესს კვლავ შეაფერხებს, ის გახდებაუპასუხისმგებლო მსახიობი მსოფლიო სცენაზე", რომელიც სისხლიან რეჟიმს უჭერს მხარს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი პირდაპირ მონაწილეობას იღებს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში და მხარს უჭერს ბაშარ ალ-ასადის ჯარებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმიან.


ბარაქ ობამას თქმით, აშშ სირიაში სიტუაციის დასარეგულირებლად მოსკოვთან თანამშრომლობისთვის კვლავ მზად არის, თუმცა ვერ იქნება დარწმუნებული, რომ ამ კუთხით ვლადიმერ პუტინის ნდობა შეიძლება.


ბარაქ ობამამ ასევე განაცხადა, რომ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო" დასუსტდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner