logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: რაკი არ ვიცნობ, ფაქტია, რომ ეს მუქარა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება
- +

14 თებერვალი. 2022. 17:28

 

 

თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ამ ქალბატონს არ ვიცნობ, არც ის ვიცი, ვინ არის. თავის გვერდზე რაც დაუწერია მიმდინარე წლის 12 თებერვალს საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, აქ არის. ეს ყველაფერი აღქმულია ჩემ მიერ ზუსტად ისე, როგორც წერია - რეალურად და ადეკვატურად.

 

რაკი არ ვიცნობ, ფაქტია, რომ ეს მუქარა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.

 

ვისაც ასეთების ხელისუფლებაში ყოფნა გენატრებათ, ვეღარ ნახავთ, გალიაში ზის. ვისაც „ფსევდოინტელექტუალური პოზა“ გიჭირავთ, რომელიც საჯარო მოხმარებისთვის უპოზიციობას გულისხმობს, ხოლო ფარულად უმსგავსობა გენატრებათ დასავლურობისა და ლიბერალიზმის სახელით, მათაც გისამძიმრებთ.

 

დანარჩენი სამართლებრივი პროცედურების საკითხია“, - წერს თეა წულუკიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner