logo_geo
eng_logo
„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 726 განაცხადია წარდგენილი
- +

5 აგვისტო. 2016. 12:12


 „სტარტაპ საქართველოს" პროექტზე ამ ეტაპზე 726 განაცხადია წარდგენილი. ამის შესახებ ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მის თქმით, 726 განაცხადიდან 146 შესულია მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში და 580 ინოვაციების კომპონენტში.


როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა მაღალტექნოლოგიური კომპონენტების პროექტები ძირითადად არის შემდეგი დარგებიდან: საფინანსო ტექნოლოგიები; განახლებადი ენერგეტიკა; ბიოტექნოლოგიები; ნანოტექნოლოგიები; ხელოვნური ინტელექტი; საინფორმაციო ტექნოლოგიები; მობილური აპლიკაციები; ელექტრონული სწავლება და სხვა.


მისივე თქმით, ყველაზე მეტი განაცხადი შესულია თბილისიდან. კონკრეტულად 262-მა ადამიანმა ისარგებლა აღნიშნული შესაძლებობით. ასევე აქტიურობით გამოირჩევა შემდეგი რეგიონები: იმერეთი - 48 განაცხადი, კახეთი - 44; აჭარა - 37; მცხეთა-მთიანეთი - 33 განაცხადი.


მინისტრის განმარტებით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „სტარპატ საქართველოს" შესაძლებობებით ისარგებლა საქართველოს გარეთ მცხოვრებმა საქართველოს 56 მოქალაქემაც.


ქუმსიშვილის ინფორმაციით, განაცხადების გადარჩევა უკვე დაწყებულია.


„სტარტაპ საქართველო" დაიწყო იმისთვის, რომ საქართველო შეიცვალოს უკეთესობისკენ, გააჩინოს ახალი შესაძლებლობები და სამეწარმეო სულისკვეთება განავითაროს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner