logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: კეზერაშვილი არის მაშინდელი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი!
- +

14 თებერვალი. 2022. 18:35

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„კეზერაშვილის თაღლითობებზე ბევრი საუბარია ამ ბოლო დროს.

 

მხოლოდ კეზერაშვილს არ ეხება რაც ხდებოდა. ეს სისტემა შექმნა სააკაშვილმა.

 

ომამდე ასეულობით მილიონი დოლარის ტექნიკა იქნა შეძენილი. ბევრს არ გავაგრძელებ, ორ მაგალითს მოვიყვან.

 

  1. უკრაინული წარმოების პასიური რადარი „კოლჩუგა“, შეძენილ იქნა 17,5 მილიონ დოლარად. მისი ყიდვა შესაძლებელი იყო 9 მილიონად. ასეთი მოლაპარაკება იყო.

 

  1. საზენიტო კომპლექსი „ოსა“, უკრაინიდან შეძენილ იქნა, როგორც მახსოვს, 5 ბატარეა, თითო 9,5 მილიონ დოლარად. მათი შეძენა შესაძლებელი იყო 6 მილიონად. თითო კომპლექსზე ზედმეტად გადაიხადეს 3,5 მილიონი დოლარი. 5-ჯერ 3,5 შეადგენს 16,5 მილიონს.

 

ასეთი მადა ჰქონდათ, 6 მილიონზე 100 ათასი არ აკმაყოფილებდათ.

 

შესაბამისად, მხოლოდ ორ დასახელებაში ზედმეტად გადახდილია 25 მლნ დოლარი, ანუ 64 მილიონი 39 მილიონის ნაცვლად.

 

25 მილიონად კიდევ უამრავი ტექნიკის და აღჭურვილობის შეძენა იყო შესაძლებელი.

 

ამ ყველაფრის შესახებ განა ახლა ვწერ პირველად, დაწერილი მაქვს 2007 წელს, არსებობს მაშინდელი ინტერვიუც და სათანადო საბუთებიც ჩაბარდა საგამოძიებო სტრუქტურას.

 

საქმე იმაშია, რომ შესყიდვამდე ყველამ იცოდა, რა ფასად იყო შესაძლებელი ამ რადარის და კომპლექსების შეძენა. აღძრული იყო ს/ს საქმე, რომელიც მიაფუჩეჩეს.

 

ასე რომ, კეზერაშვილი არის მაშინდელი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი.

 

ბევრჯერ დამისვამს ეს კითხვა და გავიმეორებ: როცა ასეთი მასშტაბებით ომის წინ ძარცვავ თავდაცვის ბიუჯეტს, ასობით დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირიდან, რამდენია ამ მფლანგველების სინდისზე?

 

ჰოდა, როცა ამ პირებისგან დაფინანსებას იღებ, უნდა დაფიქრდე... პატრიოტიზმზე მაინც ნუ გექნებათ ექსკლუზიური პრეტენზია“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner