logo_geo
eng_logo
კასპში გურამიშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

14 თებერვალი. 2022. 18:37

 

 

კასპში გურამიშვილის ქუჩის  ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა. ასფალტის დაგებამდე ქუჩაზე და ჩიხებში წინა მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა - მოეწყო სანიაღვრე და ეზოში გადასასვლელები.

 

ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს, რომელსაც რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

 

„მჭიდროდ დასახლებული  ქუჩა სადაც ქალაქის #1 საბავშვო ბაღი მდებარეობს  არასოდეს ყოფილა მოასფალტებული.  ამორტიზირებული,  გაუვალი  ქუჩა აფერხებდა ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა  გადაადგილებას, განსაკუთრებით წვიმის და უამინდობის დროს. მალე ქუჩა გადაადგილებისათვის კომფორტული გახდება და მოსახლეობას არსებული პრობლემა აღარ ექნება“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სამუშაოებით და მადლობას უხდის მერიას და მშენებელს  გზის რეაბილიტაციისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner