logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ჩვენ რეალობაში ძალიან არის გაზრდილი
- +

14 თებერვალი. 2022. 18:43

 

 

„ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოდან ველოდებით მხოლოდ და მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას,“ - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ დასმულ შეკითხვას, როგორ განვითარდება პროცესები იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ ლონდა თოლორაიას გათავისუფლება არაკონსტიტუციური იყო.

 

მისი თქმით, გამორიცხულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რამე არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღოს.

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ჩვენ რეალობაში ძალიან არის გაზრდილი, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ფაქტობრივად უმოქმედო ორგანო იყო, რადგან თითქმის არავინ მიმართავდა მას. აზრს ვერ ხედავდა მოსახლეობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რამე სახით დახმარებოდა მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში. დღეს ეს ნამდვილად ასე არ არის. საკონსტიტუციო სასამართლო სავსეა სარჩელებით, რაც იმას არ ნიშნავს რომ დემოკრატიული კუთხით, ან საკანონმდებლო მიმართულებით რამე პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, პირიქით თავისუფლებისა და დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი ჩვენ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, რომ სწორად გამოიყენონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, როდესაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორად გაყო, მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციითა და კანონით იმოქმედა, ჩანაწერით, რომელიც გულისხმობს, რომ არ შეიძლება არსებობდეს რამე ინტერესთა კონფლიქტი ერთი მხრივ საგამოძიებო, ხოლო მეორე მხრივ პერსონალური მონაცემების შემოწმებისა და დაცვის კუთხით. შესაბამის, ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენ სიმართლეში, ამ მხრივ საკანონმდებლო ორგანოს მართებულობაში და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოდან ველოდებით მხოლოდ და მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. მეორე მხრივ, ზოგადად ვარაუდი არსებობს, რომ შესაძლოა სასამართლომ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ აქ მხოლოდ კომპენსაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, რადგან თეორიულადაც კი, გამორიცხულია, რომ ამ მოცემულობაში საკონსტიტუციო სასამართლომ რამე არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner