„უბრალოდ ამ თაღლითების უტიფრობას საზღვარი არ აქვს და სჯობს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. კეზერაშვილი, დიახ, დავით კეზერაშვილი, ხელისუფლებაში რომ მართლა ცალი კალოშით მოვიდა და ხელისუფლებიდან რომ მილიარდებით წავიდა, ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული მილიარდებით, დღეს ამ ფულით აფინანსებს ტელევიზიას და თავის მონებს უკადრებელს ალაპარაკებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გასულ სიუჟეტს.
ნიკოლეიშვილის თმით, მთელმა მსოფლიომ იცის, კახი კალაძის ამბავი, ჩვენი ქვეყანა ასახელა და დღეს ქვეყნის და ხალხის სამსახურში დგას, თავისი შრომით და ოფლით ნაშოვნ ფულს ისევ ხალხს და ქველმოქმედებას ახმარს.
„არ ვაპირებდი ნოლპროცენტიანი „ფორმულას“ სიუჟეტზე დაწერას, მაგრამ უბრალოდ ამ თაღლითების უტიფრობას საზღვარი არ აქვს და სჯობს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. კეზერაშვილი, დიახ, დავით კეზერაშვილი, ხელისუფლებაში რომ მართლა ცალი კალოშით მოვიდა და ხელისუფლებიდან რომ მილიარდებით წავიდა, ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული მილიარდებით, დღეს ამ ფულით აფინანსებს ტელევიზიას და თავის მონებს უკადრებელს ალაპარაკებს. აი, ერთ-ერთმა მონამ გააკეთა სიუჟეტი კახი კალაძის დეკლარაციაზე და ხალხს უყვება, აქაოდა მდიდარი ყოფილა კახი კალაძეო.
ჰოდა, ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულით დამონებულო „ფორმულავ“ და „ფორმულელებო“, მთელმა მსოფლიომ იცის კახი კალაძის ამბავი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა რიგებში იყო, ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა, ჩვენი ქვეყანა ასახელა და დღეს ქვეყნის და ხალხის სამსახურში დგას. სხვათა შორის, ისევ მონების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ თავისი შრომით და ოფლით ნაშოვნ ფულს ისევ ხალხს და ქველმოქმედებას ახმარს. ჰოდა, სანამ მისი ქონების დათვლას დაიწყებდეთ, ღამე, ძილის წინ მაინც გაიხსენეთ, რომ ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულით იკვებებით და კალაძისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი პარაზიტები ხართ. აი, ისეთი პარაზიტები, რომ თაღლითი და კრიმინალი კეზერას დაძახებაზე რომ ნებისმიერს შეესევით და უკადრებელს იკადრებთ“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.