logo_geo
eng_logo
ეს არის გაბედული და რეალისტური გეგმა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ათასობით ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს - დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიცატივაზე
- +

14 თებერვალი. 2022. 19:53

 

 

„პრემიერის მორიგი, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მიზნად სოც. დაუცველი ადამიანების დასაქმებას ემსახურება. ეს არის გაბედული და ამავდროულად რეალისტური გეგმა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ათასობით ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, მთავრობის პროგრამა დასაქმებულთათვის 4 წლის განმავლობაში სოციალური დახმარების შენარჩუნებას ითვალისწინებს, რაც მათთვის ერთგვარი მოტივატორი უნდა გახდეს:

 

„ყველა ქვეყანაში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სოც. დაუცველის სტატუსს ატარებს, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლის წინაშეც სახელმწიფოები დგას, მეორე პრობლემაა სოც. დაუცველთა დაბალი მოტივაცია, იშოვონ სამსახური, რადგან სახელმწიფოსგან იღებენ ისეთ დახმარებას, რომ სამსახურში სიარული და დატვირთული გრაფიკით მუშაობა არ სურთ, რაც გარკვეულწილად მათ გაზარმაცებას, ხოლო სახელმწიფოსთვის მუშა ხელის დაკარგვას იწვევს (ხშირ შემთხვევაში კვალიფიციური მუშა ხელის დაკარგვას). მთავრობის პროგრამა დასაქმებულთათვის 4 წლის განმავლობაში სოც. დახმარების შენარჩუნებას ითვალისწინებს, რაც მათთვის ერთგვარი მოტივატორი უნდა გახდეს. 4 წლის შემდეგ კი თითოეული ადამიანი შეიარაღებული იქნება შესაბამისი კვალიფიკაციით, რომელიც მას სამუშაო ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრების შესაძლებლობას მისცემს.

 

საწყის ეტაპზე 50 000 ადამიანის დასაქმება იგეგმება, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით საკმაოდ დიდი ციფრი გახლავთ! სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა სახელმწიფოსთვის ორმაგი დატვირთვის მატარებელია, გრძელვადიანი პერსპექტივაში შემცირდება სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რაც შესაბამისად აისახება ბიუჯეტზე, სახელმწიფო მიიღებს კვალიფიციურ მუშახელს, რომელიც ბიუჯეტში თანხას შეიტანს და ქართული ეკონომიკის/ბაზრის ზრდას გამოიწვევს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner