საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან დაკავშირებით, არ დაგიმალავთ და ცოტა გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, იმდენად კვალიფიციურ კანდიდატებთან გვქონდა საქმე. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით ჩვენ მაინც, რომ კარლო კაციტაძეს დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
მხარს კარლო კაციტაძეს დაუჭერს.
„საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან დაკავშირებით, არ დაგიმალავთ და ცოტა გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, იმდენად კვალიფიციურ კანდიდატებთან გვქონდა საქმე. პრაქტიკული აღიარებაც კი გვქონდა ამისი ოპოზიციის მხრიდან. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით მაინც, რომ კარლო კაციტაძეს დავუჭიროთ მხარი. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ისიც იყო, რომ ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა იმ დეპარტამენტს, რომელიც საპროცესო ხელმძღვანელობას“ უწევდა შესაბამის სამსახურს და შესაძლოა პრაქტიკული გამოცდილება მეტად ჰქონდეს ამ მიმართულებით. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობას, უმრავლესობა ხვალ მხარს ლელა ჯანაშვილს დაუჭერს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.