„ბათუმის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს ბათუმის N4 სამაჟორიტარო ოლქში, აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში - ტაბიძისა და ქეთევან წამებულის ქუჩების მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ქალაქში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, მოისმინეს თითოეული მცხოვრების საჭიროებები.