logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გახარიას პარტია არის „ნაცმოძრაობის“ დანამატი
- +

14 თებერვალი. 2022. 21:52

 

 

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გახარიას პარტია არის „ნაცმოძრაობის“ დანამატი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს, გიორგი გახარიას პარტიას ის ნამოქმედარი „გაუპრავოს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას გულისხმობს.

 

„გახარიას პარტიის წარმომადგენლების გაცხარება ალბათ გახსოვთ, როდესაც ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ ისინი გახდნენ „ნაცმოძრაობის“ დანამატები. დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ზუგდიდში, მათი მხრიდან კოალიციის შეკვრით. ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითი, როდესაც მათ დაალაგეს კოალიცია. ახლა გვეუბნებიან, თქვენც დაგიჭერთ მხარსო. ჩვენ არ ვაპირებთ, მათ ის სირცხვილი ჩამოვრეცხოთ, რაც „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციით მიიღეს. არ ვაპირებთ თამაშში შეყოლას, გუშინ კოალიცია შევკარი „ნაცმოძრაობასთან“, მაგრამ დღეს თქვენც დაგიჭერთ მხარს და გუშინდელს ამით ჩამოვირეცხავთო, მე თქვენ გიღალატეთ, მაგრამ ხანდახან თქვენთანაც ვიქნებიო. ამ ლოგიკით ჩვენ არ ვაპირებთ მათ „გავუპრავოთ“ ძალიან ცუდი ნამოქმედარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდნენ, ვერავინ გაბედავს, მერის მიერ დაყენებულ საკითხს არ დაეთანხმოს.

 

„არავის ეშინია მათი კოალიციის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პირიქით, ერთგვარი გამოწვევაც კი არის. აბა, ვინმემ გაბედოს მერიის ინიციატივა, რომელიც მართლაც გამომდინარეობს კონკრეტული მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან და დაბლოკოს პერსონალური თუ პოლიტიკური ინტერესებით. აბა გაბედონ და რა პოლიტიკურ საკითხს მიიღებენ, მერე ვილაპარაკოთ. საკითხები დადგება საჭიროებებიდან გამომდინარე და ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება. რაც არ უნდა კოალიცია დაალაგონ, მათ მოუწევთ სწორი გადაწყვეტილებების მონაწილეები იმგვარად იყვნენ, რომ მერიის ინიციატივებს დაეთანხმონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის ალიანსის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner