„რასაც ჩვენ უკრაინის საზღვართან ვაკვირდებით შემაშფოთებელია. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი,უკრაინა არის ევროკავშირის უახლოეს სამეზობლოში. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად არ აქვს გამართლება სამხედრო ძალების ასეთი მასშტაბით მობილიზაციას უკრაინის საზღვართან“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ „ქრონიკას“ განუცხადა.
„უკრაინა არ არის საფრთხე და არაფერი გაუკეთებია ათწლეულების მანძილზე რუსეთის მხრიდან ასეთი აგრესიული რეაქციის მისაღებად. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც მეზობლის დაშინებას უკრაინის და დასავლეთის საზოგადოების მიმართ. უკრაინა არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს და ამ დროს ძალიან რეალური საფრთხეა არაფრის გამო რუსეთის უკრაინაში შეჭრის. რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, ოკუპირებული და ანექსირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი და ახალი კონფლიქტის სტიმულირებას აკეთებს“, - განაცხადა პიტერ სტანომ.