logo_geo
eng_logo
კახა კალაძის წინააღმდეგ რუსული ძალა ჩაერთო, ამჯერად უკანონო მშენებლობების მფარველად ლადო სადღობელაშვილი და მისი ორგანიზაცია მოგვევლინა - თამთა მეგრელიშვილი
- +

14 თებერვალი. 2022. 22:29

 

 

„კახა კალაძის წინააღმდეგ რუსული ძალა ჩაერთო. ამჯერად უკანონო მშენებლობების მფარველად ლადო სადღობელაშვილი და მისი ორგანიზაცია მოგვევლინა. მათი მცდელობა, პროვოკაციებისა და ხალხის მოტყუების გზით, ხელი შეუშალონ კანონის აღსრულებას, სამგორის გამგეობაში მოწყობილ დღევანდელ პერფორმანსში კარგად გამოჩნდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ე.წ. აფრიკის დასახლების მცხოვრებლების აქციას უკანონო შენობების დემონტაჟთან დაკავშირებით.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, თბილისის მერი წლებია აკეთებს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ უსახლკარო ოჯახებს მუნიციპალიტეტი ქირით უზრუნველყოფს.

 

ასევე, მეგრელიშვილის თქმით, მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია აღასრულოს კანონი - აღკვეთოს სახელმწიფო მიწების დატაცებისა და მასზე უკანონო მშენებლობების ფაქტები:

 

„ცნობისთვის, თბილისის მერი წლებია აკეთებს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ უსახლკარო ოჯახებს მუნიციპალიტეტი ქირით უზრუნველყოფს. ამას დაემატა უსახლკაროთა პროგრამა. უსახლკაროს სტატუსის მინიჭების შემდეგ თბილისში რეგისტრირებულ პირს (ოჯახს) თბილისის მერია საცხოვრებელი ფართს გადასცემს.

 

თბილისის მთავრობის სხდომებზე, ასევე, მუდმივად კეთდება განცხადებები სახელმწიფო მიწების დატაცების უკანონობაზე და რომ მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია აღასრულოს კანონი - აღკვეთოს სახელმწიფო მიწების დატაცებისა და მასზე უკანონო მშენებლობების ფაქტები.

 

ამის მიუხედავად, სწორედ ანგაჟირებული პოლიტიკოსებისა და მედიის მიერ წაქეზებული ადამიანები სჩადიან დანაშაულს - ყოველგვარი სამშენებლო წესების დარღვევით და უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფით, რამდენიმე დღეში აგებენ პატარა ნაგებობას, დაუსრულებელ შენობაში სასწრაფოდ შეჰყავთ მოხუცები, ქალები, ბავშვები და სახელმწიფოსგან ითხოვენ უკანონო მშენებლობის დაკანონებას.

 

კანონდამრღვევთა ნაწილი არც სოციალურად დაუცველია და არც უსახლკარო. სამწუხაროდ, მათი გამოააშკარავების შემდეგაც არავის გვინახავს მედიის ან პოლიტიკოსების მხრიდან მოხდილი ბოდიში. მოდი შევაჯამოთ, როგორ შევაჩეროთ სახელმწიფო მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები, თუკი თბილისის მერია იმოქმედებს არა ქალაქის საკეთილდღეოდ, არამედ შეასრულებს ხაბეიშვილის, სადღობელაშვილის, ან მათი სატელიტი მედიის დაკვეთას?

 

ვთქვათ დაუკანონა მოქალაქე N-ს მიტაცებულ მიწაზე საცხოვრებელი სახლი, რა სურათი გვექნება ხვალ? ან ვინ იქნება ორ დღეში აშენებული უხარისხო ნაგებობების უსაფრთხოების გარანტორი?და საერთოდ, როგორ ქვეყანას ვაშენებთ, გვჭირდება კანონები და სახელმწიფო ინსტიტუციები?“ - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner