logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
- +

14 თებერვალი. 2022. 22:55

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული გ.გ. ბათუმში დააკავეს.

 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ მამაკაცს მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფერმაში, ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან - გ.ჯ.-სა და მ.ზ.-სთან. გ.გ. მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

 

ბრალდებულმა მოკლულების არასრულწლოვან შვილს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისშედეგად, გ.გ. დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით გრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner