logo_geo
eng_logo
გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარი გამართა
- +

14 თებერვალი. 2022. 23:14

 

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საკუთარი ანალიზიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი არ იქნება.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას ანტონიო გუტერეშმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა გაზრდილი დაძაბულობის გამო.

 

„გაეროს გენერალური მდივანი მიესალმა დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მიმდინარე დიპლომატიურ დისკუსიებს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner