პარტია „თამაზ მეჭიაური- ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ლალი მოროშკინა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის შესახებ საუბრობს.
მოროშკინას განცხადებით, რულოვსი თუ პარლამენტში მოხვდება, ქვეყანაში ომი დაიწყება.
„დღეს სანდრა რულოვსი დადის მეგრულ სოფლებში და ქადაგებს, რომ მომავალი ხალხისაა და მიშა მალე ჩამოვა.
ქალი, რომელსაც ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ და ამაზე პროკურატურაში საქმეც არის შეტანილი, პარლამენტში შესვლისთვის იბრძვის.
რულოვსი, თუ პარლამენტში მოხვდა, სანდრა იქნება ომის დაწყების სიმბოლო! ამ ფაქტს ქართველი საზოგადოება ვეღარ გადაყლაპავს",- განაცხადა მოროშკინამ.