logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი თავდასხმის დღე იქნება - ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ
- +

14 თებერვალი. 2022. 23:30

 

 

უკრაინის პრეზიდენტმაб ვოლოდომირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართა.

 

„ჩვენი ქვეყანა სერიოზული გარე და შიდა გამოწვევების წინაშე დგას, რაც ჩემგან და თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს პასუხისმგებლობას, თავდაჯერებულობას და კონკრეტულ ქმედებებს. დიდი ომით გვაშინებენ და უკვე მერამდენედ ჩანიშნეს შემოჭრის თარიღი. ეს პირველად არ ხდება. გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი ბრძანება ხელმოწერილია. ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გადმოვფენთ, ლურჯ და ყვითელ ლენტებს დავკიდებთ და ჩვენს ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ერთი დიდი ევროპული მისწრაფება აქვს.

 

„ჩვენ გვინდა თავისუფლება და მზად ვართ ვიბრძოლოთ. ამ ომში დაღუპული 14 ათასი დამცველი და მშვიდობიანი მოქალაქე ციდან გვიყურებს და ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner