logo_geo
eng_logo
აშშ-ს უკრაინაში საელჩო დროებით კიევიდან ლვოვში გადააქვს
- +

15 თებერვალი. 2022. 00:29

 

 

აშშ-ს უკრაინაში საელჩო დროებით კიევიდან ლვოვში გადააქვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ამერიკელების უსაფრთხოება და ეს, რა თქმა უნდა, მოიცავს ჩვენს კოლეგებს, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობენ. მე და ჩემი გუნდი მუდმივად განვიხილავთ უსაფრთხოების ვითარებას, რათა განვსაზღვროთ, როდის განაპირობებს წინდახედულობა პოზიციის შეცვლას. ამის გათვალისწინებით, უკრაინაში ჩვენი საელჩოს ოპერაციების კიევიდან ლვოვში გადატანის პროცესში ვართ. საელჩო უკრაინაში დიპლომატიურ ჩართულობას კოორდინაციას გაუწევს. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას კრიზისის დეესკალაციისთვის“, - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

 

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია.

 

„დიპლომატიის გზა ხელმისაწვდომი რჩება, თუ რუსეთი გადაწყვეტს კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიალოგში. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლების საელჩოში დაბრუნებას, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner