logo_geo
eng_logo
პიტერ სტანო: ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავიცავთ საქართველოს უფლებას ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა
- +

15 თებერვალი. 2022. 00:33

 

 

„ევროკავშირისთვის ყველაფერი ნათელია და ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზაციის პოზიციაზე ღიად და მკაფიოდ. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, პარტნიორთან თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენი სამეზობლოს წარმომადგენელია“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულება, ვაკეთებთ ყველაფერს და გვინდა საქართველო სულ უფრო და უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავიცავთ საქართველოს უფლებას ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს პარტნიორები და ალიანსები, მომავალი. ეს არის მხოლოდ თავისუფალი ქვეყნის გადასაწყვეტი და ვერავინ ამ პროცესში ვერ ჩაერევა. ეს არის ჩვენი მტკიცე და უცვლელი პოზიცია. ჩვენ არ ვცხოვრობთ არც მე-19 და არც მე-20 საუკუნეში. გავლენის სფეროებად დაყოფა და სხვაზე გავლენის მოპოვება დაუშვებელია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას დახმარებას და მათ მისწრაფებებს დავიცავთ და პატივს ვცემთ“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner