საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ ყველაფერი მზად არის რუსული ძალების უკრაინაში სწრაფად შეჭრისთვის.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ევროპა მზად არის, რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესოს.
„თუ კითხვაა, არის თუ არა ისეთი პირობები შექმნილი, რომ რუსული ძალების უკრაინაზე თავდასხმა განხორციელდეს, მაშინ დიახ, ეს ასეა“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჟან-ივ ლე დრიანმა ასევე აღნიშნა, რომ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.