logo_geo
eng_logo
პენტაგონი: რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
- +

15 თებერვალი. 2022. 02:26

 

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

 

ჯონ კირბის თქმით, აშშ კვლავ საკმაოდ შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთის მიერ უკრაინაზე ძალიან მოკლე დროში თავდასხმას.

 

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში, რუსული ძალები აგრძელებდნენ სამხედრო საშუალებების დამატებას უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე.

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯები ნიშნავს, რომ მოსკოვი აგრძელებს მზადებას უკრაინაში შესაძლო კონფლიქტისთვის.

 

„ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, მათ შორის უკრაინას, ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციის შეფასებას და ამ საუბრებში, რა თქმა უნდა, ჩვენს ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ იმ შესაძლებლობების გამო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აქვს“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

 

14 თებერვალს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაში შეჭრა და თავდასხმისთვის მოულოდნელი საბაბის შექმნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner