logo_geo
eng_logo
აშშ-ის თავდაცვის მდივანი მიმდინარე კვირაში ბელგიას, პოლონეთსა და ლიეტუვას ვიზიტით ეწვევა
- +

15 თებერვალი. 2022. 02:32

 

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი მიმდინარე კვირაში ბელგიას, პოლონეთსა და ლიეტუვას ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

ლოიდ ოსტინი ბელგიაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში სამხედრო და სამთავრობო ლიდერებს შეხვდება.

 

პენტაგონის ხელმძღვანელი ასევე მიიღებს მონაწილეობას ნატოს მინისტერიალში, რომელიც 16 და 17 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება.

 

14 თებერვალს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაში შეჭრა და თავდასხმისთვის მოულოდნელი საბაბის შექმნა.

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner