logo_geo
eng_logo
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის უცნობი დეტალები - ნინო მიქიაშვილის ჟურნალისტური გამოძიება
- +

5 აგვისტო. 2016. 13:23


ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში  ნავთლუღის სპეცოპერაციაზე საუბრობს. 3 აჭარელი ახალგაზრდა, ყოფილი ხელისუფლების დროს ქუჩაში დახოცეს. ახალგაზრდებს ბრალს სდებდნენ, რომ იყვნენ შეიარაღებულები და ციხიდან პატიმრების გაქცევას გეგმავდნენ. 


მიქიაშვილმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ჟურნალისტი საქმის უცნობ დეტალებზე საუბრობს.



„როგორც მიამბეს, ამ სამი ბიჭიდან ერთ-ერთის ძმა პატიმარი იყო. რეჟიმმა შეთხზა მითი, თითქოს ისინი შეიარაღებულები იყვნენ, აპირებდნენ ციხეზე თავდასხმას და პატიმრის გაქცევის ორგანიზებას. სწორედ ამ მიზნით დახოცილი ახალგაზრდების ცხედრებს თვითონვე მიუწყვეს ავტომატები!

 

სინამდვილეში აი რა მოხდა: ამ სამიდან ერთ-ერთის ბაბუა ხულოში მუსლიმანური წესით ბავშვებს ნათლავდა. მან ეს საქმე  შვილიშვილსაც შეასწავლა. ახალგაზრდა კაცი თავის ორ ძმაკაცთან ერთად წალკაში გაემგზავრა. იქ მუსლიმანური წესით ნათლობის რამდენიმე რიტუალი უნდა ჩაეტარებინათ და ამაში გარკვეული გასამრჯელო აეღოთ. პატარა ჩემოდანი თან ჰქონდათ, ნათლობისთვის საჭირო ნივთებიც. ძველი ახალი წელი ახლოვდებოდა და ბიჭებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ხულოში მოელხინათ. სურმანიძეების ოჯახში სუფრაც კი იყო გაშლილი, ოჯახი სტუმრებს ელოდა, როცა მოულოდნელად ტელევიზიით აჩვენეს ყაჩაღად და კრიმინალებად გამოცხადებული მათი ახლადმოკლული შვილის ქუჩაში დაგდებული ცხედარი...

 

პატიოსანი, ალალი მშობლების შვილები იყვენენ. სურმანიძის მამამ მიამბო, რომ მას თვითონ გადაჰყავდა ეს ახალგაზრდები თურქეთში, სადაც ისინი თავდაუზოგავად შრომობდნენ და ოჯახს მატერიალურად ედგნენ მხარში. მუშაობისგან ხელები ჰქონდათ დაკოჟრილი.

 

შვილმოკლული მშობლების ცრემლით გაჟღენთილი ნაამბობი მოვისმინე და მყარი შინაგანი რწმენა შემექმნა, რომ რეჟიმის მიერ პირდაპირ ქუჩაში, განსაკუთრებული დაუნდობლობით დახვრეტილი სამივე ახალგაზრდა აბსოლუტურად უდანაშაულო იყო",- განაცხადა მიქიაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner