logo_geo
eng_logo
დიღმის მასივში მომხდარი ხანძრისას ერთი ადამიანი დაშავდა - ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია
- +

15 თებერვალი. 2022. 10:20

 

თბილისში, დიღმის მასივში, აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანია დაშავებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

 

ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

მეზობლების განცხადებით, სახლში რემონტს აკეთებდნენ. ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ გაიგო კარის ხმა, როდესაც ბინის მეპატრონე სახლში შედიოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, აფეთქების ხმა მოესმა.

 

არსებული ინფორმაციით, სახლში შესულმა პირმა გაზი აანთო და სწორედ ამას მოჰყვა აფეთქება.

 

„დაიწვა ზედა სართული და მანქანები დაგვიზიანდა“, - ამბობს მეზობელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner