logo_geo
eng_logo
იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 114 მილიონი დოლარი შეადგინა
- +

15 თებერვალი. 2022. 10:30

 

2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114,022,899 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3%-ის აღდგენაა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 (+1,007%) აშშ დოლარით.

 

მათივე ცნობით, 2022 წელს პოზიტური ტენდენცია ნარჩუნება ვიზიტორების კუთხით. 2022 წლის იანვარში საქართველოში 199,393 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +471%-ს შეადგენს. 2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163,615 შეადგინა. აღდგენა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა +456%-ს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner