logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში 3,7 კილომეტრი სიგრძის სარწყავ არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

15 თებერვალი. 2022. 10:40

 

„საქართველოს მელიორაცია” შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხების მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფელ დოესსა და გრაკალში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან 3,7 კილომეტრი სიგრძის არხები იწმინდება.

 

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს; შედეგად, სოფელ დოესისა და გრაკალის 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

საირიგაციო არხების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

 

„საქართველოს მელიორაცია“, წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner