logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მოსამართლემ ნიკა გვარამიასთან ნათესაური კავშირი პრაქტიკულად დაადასტურა
- +

5 აგვისტო. 2016. 13:27


"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა, "რუსთავი 2"-ის საქმის შედეგზე მისი ინტერესი იკვეთება. მისივე თქმით, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, მოსამართლემ ნიკა გვარამიასთან ნათესაური კავშირი ფაქტობრივად დაადასტურა.


„ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა მოსამართლე მაია კოპალეიშვილს, იყო თუ არა ის ნიკა გვარამიას შვილის ნათლია. მან განსაზღვრულ პასუხზე ისაუბრა, მსგავსი ტერმინი გამოიყენა, კონკრეტულად კი, თავი აარიდა პასუხის გაცემას, თუმცა არ უარყო. ვინაიდან არ უარყო და პრაქტიკულად, დაადასტურა ფაქტი, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სხვა საეჭვო გარემოებებთან ერთად, გამოიკვეთა ახალი საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ,  ეს არის ინტერესთა კონფლიქტი.

 

სახეზეა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩანს აშკარა დაინტერესება მოსამართლის მიერ, საქმის შედეგის მიმართ. ეს კიდევ ერთი არგუმენტია, როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომ მოსამართლეების ნაწილის მხრიდან, სახეზე გვაქვს დაინტერესება კონკრეტული საქმეების მიმართ", - განაცხადა მდინარაძემ.


მდინარაძის თქმით, როდესაც საქმის მსვლელობისას პირადი ინტერესები იკვეთება, დამდგარი შედეგი ლეგიტიმაციის იმ ხარისხის ვერ იქნება, რომელიც საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს.




იურიდიულად, შესაძლებელია აღნიშნული თემები არ იყოს აცილების საფუძველი, კანონში კოკრეტულად არ იყოს გაწერილი, თუმცა როდესაც პირადი ურთიერთობები და დამოკიდებულებაა და ჩანს აშკარა დაინტერესება, ამ შემთხვევაში, იკვეთება საქმის შედეგის ინტერესი მოსამართლის მხრიდან და ამ საქმეზე დამდგარი შედეგი ვერ იქნება ლეგიტიმაციის იმ ხარისხის, რომ საზოგადოების ინტერესი და სტანდარტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დადოს, დააკმაყოფილოს", - განაცხადა მდინარაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner