logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქუთაისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

15 თებერვალი. 2022. 11:50

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქუთაისში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი, სხვადასხვა დროს, რამდენიმე მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში დაახლოებით 50 000 ლარს თაღლითურად დაეუფლა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner