თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიატრისტან წითელაშვილის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირველად მონაცემებით იკვეთება რეჟიმის დარღვევა და არა ანაშაული. ამის შესახებ იზორიამ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურისგან იყო წერილობითი მოთხოვნა ამ საქმესთან დაკავშირებით და თავდაცვის უწყებამ დეტალურად გაუგზავნა ყველა ინფორმაცია.
„პროკურატურამ დაიწყო შესწავლა. თუ დაადგენს დანაშაულის ნიშნებს აღნიშნულ ფაქტში, მაშინ დაიწყებს გამოძიებას. ეს პროცესი მიმდინარეობს, დაველოდოთ და შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ ინფორმაციას.
პირველადი მონაცემებით, ასევე იმ მონაცემებით, რაც გენშტაბის ხელმძღვანელის მიერ გაჟღერდა, აქ იკვეთება გარკვეული რეჟიმის დარღვევა ვიდრე დანაშაული, მაგრამ ეს არის წინასწარი ინფორმაციის დონეზე. ამ ინფორმაციას გადამოწმება და დაზუსტება სჭირდება. თუ გარკვეული დანაშაულის ნიშნები იქნება, მაშინ ბუნებრივია პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას", - განაცხადა იზორიამ.