logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით გახსნილმა დანაშაულმა გამოააშკარავა დავით კეზერაშვილისა და მისი უახლოესი ბიზნეს/პარტნიორების დავით თოდუასა და რატი ჭელიძის უკანონო გზებით ახალი ფინანსური პირამიდის შექმნის მორიგი მცდელობა
- +

15 თებერვალი. 2022. 13:26

 

„პარტნიორების რიცხვში მოიაზრებიან პირველ რიგში ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა და საქართველოს მოქალაქე რატი ჭელიძე. ორივე წარმოადგენს კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ბიზნეს/კომპანიების მმართველ მენეჯერებს, აქედან რატი ჭელიძე ორი წელია რაც გაქცეულია ქვეყნიდან კვიპროსზე - იქ, სადაც დავით კეზერაშვილს უკვე წლებია გააჩნია თავისი ძირითადი დისლოკაციის ადგილი“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით რაც შეეხება ევროპული მიმართულებით მოქმედ ქოლ-ცენტრებს, მათი ძირითადი შტაბ-ბინა განლაგებულია უკრაინასა და ალბანეთში, და ორივე - კიევში Milton group-თან არის დაკავშირებული. ალბანეთში კომპანიას ხელმძღვანელობს ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ამანთ ჟოზიფი - კეზერაშვილისა და თოდუას ბიზნეს/პარტნიორი. ასევე მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები გააჩნიათ ჩრდილოეთ მაკედონიაში განლაგებულ ცენტრებთან.

„როგორც თაღლითობის, ასევე, საერთაშორისო დონის კრიმინალის „იარლიყების“ ჩამოხსნა შეუძლებელია - სულ რომ პრეტენზია გქონდეს ახალი პოლიტიკური „დალაი-ლამას“ როლის მორგებაზე. დავით კეზერაშვილის ბოლოდროინდელი თავდასხმაზე გადასვლა - საკუთარი ტრანსნაციონალური დანაშაულის სუს-ზე გადაბრალებით - ამის მკაფიო მაგალითია.

ვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით გახსნილმა დანაშაულმა გამოააშკარავა დავით კეზერაშვილისა და მისი უახლოესი ბიზნეს/პარტნიორების - უკანონო გზებით ახალი ფინანსური პირამიდის შექმნის მორიგი მცდელობა. ამ პარტნიორების რიცხვში მოიაზრებიან პირველ რიგში ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა და საქართველოს მოქალაქე რატი ჭელიძე. ორივე წარმოადგენს კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ბიზნეს/კომპანიების მმართველ მენეჯერებს, აქედან რატი ჭელიძე ორი წელია რაც გაქცეულია ქვეყნიდან კვიპროსზე - იქ, სადაც დავით კეზერაშვილს უკვე წლებია გააჩნია თავისი ძირითადი დისლოკაციის ადგილი. რაც შეეხება ევროპული მიმართულებით მოქმედ ქოლ-ცენტრებს, მათი ძირითადი შტაბ-ბინა განლაგებულია უკრაინასა და ალბანეთში, და ორივე - კიევში Milton group-თან არის დაკავშირებული.

ალბანეთში გახსნილი ქოლცენტრი დაკომპლექტებულია 400 ოპერატორით - კომპანიას ხელმძღვანელობს ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ამანთ ჟოზიფი - კეზერაშვილისა და თოდუას ბიზნეს/პარტნიორი. უკრაინასა და ალბანეთში დაფუძნებულ ქოლ-ცენტრებს, ასევე, მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები გააჩნიათ ჩრდილოეთ მაკედონიაში განლაგებულ ცენტრებთან, სადაც ასევე ასობით ოპერატორია დასაქმებული. 2020 წელს, კიევში Milton group-ის საახალწლო წვეულებაზე გადაღებულ სამახსოვრო ფოტოსურათზე აღბეჭდილია ამ ქოლ-ცენტრების ძირითადი მენეჯმენტის წარმომადგენლები, რომლებიც დავით კეზერაშვილის უახლოეს ბიზნეს/პარტნიორებს წარმოადგენენ და ასობით მილიონ ევროსა თუ დოლარს აკეთებენ ევროპელ გულუბრყვილო მოქალაქეების სურვილებზე - სწრაფი მოგება ნახონ ქოლ-ცენტრების მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ მაქინაციებზე, სინამდვილეში კი ამით საკუთარ ფულსაც კარგავენ და საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის ფინანსური პირამიდის აშენებას უწყობენ ხელს.

P.S.: ფოტოზე 1 ნომრით გამოსახულია დავით კეზერაშვილის ბიზნეს/პარტნიორი დავით თოდუა, ხოლო 2 ნომრით ნაჩვენებია ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი Amant Josifi (ფოტო გადაღებულია 2020 წელს, კიევში milton group-ის საახალწლო წვეულებაზე)“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner