ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს" წილის მფლობელს მაკა ასათიანს და კოტე გოგელიას ტელეკომპანიის შენობასთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობს. გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში დანიშნავს ორ მოადგილეს, რადგან ფინანსური და ადმინისტრაციული კუთხით ბევრი საქმეა გასაკეთებელი.
"მაესტრო" რჩება იმ შენობაში, სადაც არის, რადგან ეს ძალიან ბევრ ტექნიკურ საკითხთან არის დაკავშირებული. მე შევთავაზე მაკას და კოტე გოგელიას ადვოკატს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება. თუ ამ ხელშეკრულების გაგრძელება არ მოხდება ძალიან ლოგიკურ ვადებში, რომ არ შეწყდეს ეთერი, ჩვენ ალტერნატიულ ფართს გამოვნახავთ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.