„ყველა გზა კვიპროსში მიდის“ - საერთაშორისო თაღლითური სქემის შემოქმედი და ელიტური კორუფციის მამად წოდებული კეზერაშვილი, როგორც გუშინ აღვნიშნე, ჩართულია ტრანსნაციონალური მასშტაბის უკანონო სქემებში და აქედან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს „ნაცმოძრაობას“, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე დავით კეზერაშვილის შესახებ.
ასევე, ქადაგიძე ასახელებს იმ ადამიანებს, რომლის მეშვეობით კეზერაშვილი საქართველოში ახორციელებს თავის ბიზნეს საქმიანობას.
„ყველა გზა კვიპროსში მიდის“ - საერთაშორისო თაღლითური სქემის შემოქმედი და ელიტური კორუფციის მამად წოდებული კეზერაშვილი, როგორც გუშინ აღვნიშნე, ჩართულია ტრანსნაციონალური მასშტაბის უკანონო სქემებში და აქედან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს „ნაცმოძრაობას“. იგი დიდი ხანია ცხოვრობს კვიპროსში და იქიდან უძღვება საქართველოს „გადარჩენის“ გეგმას. საინტერესოა, ვინ არიან საქართველოში მოღვაწე, მისი პარტნიორები და ვისი ხელით იმართება ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც კეზერაშვილის საკუთრებაშია.
მოკლედ... ასეთი ფინანსურ-კორპორაციული სქემებით ოპერირებს კეზერაშვილი საქართველოში, სადაც პარტიებს, მედიებს და სხვა და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს აფინანსებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ერთ-ერთი ასეთი ინტერესია პირადი თაღლითური რეპუტაციის „გათეთრება“ და ამიტომ აქტიურად აფინანსებს ე.წ. „ანტიკორუფციულ ბიუროს“ (ხელმძღვანელია ლევან ხაბეიშვილი). ამ ბიუროს ფუნქცია მხოლოდ კეზერაშვილის და მასთან დაკავშირებული მაქინაციების „გაპრავებაში“ მდგომარეობს, სადაც დიდი ენთუზიაზმით, კლოუნადითა და უხარისხო სანახაობებით გვანებივრებს ბატონი ხაბეიშვილი.
P.S. ყველა გზა კვიპროსში, კეზერაშვილთან მიდის“, - წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.