logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრაზე "რუსთავი 2"-სა და ე.წ კაბელების საქმეებზე სარჩელების შესწორებაზე ისაუბრეს
- +

5 აგვისტო. 2016. 13:44


„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა შედგა, თუმცა არ დასრულებულა", - ამის შესახებ ბათუმში ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მერაბ ტურავამ განუცხადა. მისივე თქმით, მოსამართლეებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა აქტუალურ საკითხებს.

 

"ყველაფერი, რაც იყო აქტუალური და საჭირო და გაჟღერებული, ყველა საკითხი იყო დაყენებული", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.


მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის თქმით კი, საორგანიზაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა "რუსთავი 2"-სა და ე.წ კაბელების საქმეებზე სარჩელების შესწორებას.


მოსამართლე ოთარ სიჭინავას განცხადებით, განსახილველ საკითხთა ნახევარი უკვე განიხილეს.


პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც უგულავა-კაბელების გაერთიანებული სარჩელის განსახილველად მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner