logo_geo
eng_logo
მამუკა ჩარკვიანი: ბოლოს და ბოლოს, დადგა ის დღეც, როცა ერთი-ორი ნაბიჯი გადავდგი
- +

5 აგვისტო. 2016. 13:51


მომღერალი მამუკა ჩარკვიანი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ჩარკვიანმა განაცხადა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.


 ამ დროისთვის მომღერალი რეაბილიტაციის კურსს სახლში გადის.


„ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ზედმეტი გართულებების გარეშე. სუსტად ვგრძნობ თავს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფეხის შენარჩუნება მოხერხდა. ერთი წელი გავიდა უკვე, რეაბილიტაციის კურსს სახლში გავდივარ, ამიტომ ნელი ტემპით ხდება გაუმჯობესება, თუმცა, მთავარია, რომ პროგრესი არის. ბოლოს და ბოლოს, დადგა ის დღეც, როცა ერთი-ორი ნაბიჯი გადავდგი. თავიდან ვსწავლობ სიარულს.

 

 

რომ არა ჩემი ახლობლების თანადგომა, ღმერთმა, იცის, დღეს როგორ ვიქნებოდი. მეუღლე, მშობლები და მეგობრები -  ყველა ჩემ გვერდით იყო. მთელი ქალაქის მხარდაჭერას ვგრძნობდი და ეს ძალიან მაძლიერებდა. თურმე, რამდენ ადამიანს ვყვარებივარ...

 

და მაინც, სახელმწიფოს რომ არ გაეღო სახსრები, ალბათ, ამ ოპერაციის გაკეთებას ვერ შევძლებდი, რადგან სერიოზულ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ქალაქის მერიამ, ჯანმრთელობის სამინისტრომ, გამგეობამ, მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპერაციისთვის საჭირო თანხა გადმორიცხეს. ულაპარაკოდ გაიღო თანხა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც კი უთხრეს, მამუკა ჩარკვიანი მძიმე მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდებაო, არც კი დაფიქრებულა. დაუნახავი კაცი არ ვარ. ყველას მადლობას ვუხდი!

 

ხუთი წელიწადია, გრძელდება ჩემი ავადმყოფობა და საბოლოოდ უნდა დავამარცხო. სხვაგვარად არ გამოვა",- განაცხადა ჩარკვიანმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner