logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა სააკაშვილზე: ამ ადამიანს სულ რომ არ აინტერესებს არც თავისი პარტიის წევრი, არც მომხრე და არც მხარდამჭერი, ამ წერილშიც კარგად ჩანს, ბაჩანა შენგელიას გარდაცვლილი დედა დად მოიხსენია
- +

15 თებერვალი. 2022. 20:55

 

„ციხიდან მისი გამოგზავნილი პერსონალური, გულისამაჩუყებელი წერილები კი ისეთივე ფარსია, როგორც თვითონ და მისი მოღვაწეობა ადრეც და ახლაც“, - ასე ეხმიანება Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილს, რომლითაც ის ბაჩანა შენგელიას მიმართავს.

 

როგორც ფოჩხუა წერს, სააკაშვილს რომ არ აინტერესებს არც თავისი პარტიის წევრი, არც მომხრე და არც მხარდამჭერი, ამ წერილშიც კარგად ჩანს.

 

„შენი და ია კერზაია არის თითოეული ჩვენგანის ხატება“ - ასე მიმართა მიშამ, გარდაცვლილ დედაზე, ბაჩანა შენგელიას. ამ ადამიანს სულ რომ არ აინტერესებს არც თავისი პარტიის წევრი, არც მომხრე და არც მხარდამჭერი, ამ წერილშიც კარგად ჩანს, ბაჩანა შენგელიას გარდაცვლილი დედა დად მოიხსენია. ციხიდან მისი გამოგზავნილი პერსონალური, გულისამაჩუყებელი წერილები კი ისეთივე ფარსია, როგორც თვითონ და მისი მოღვაწეობა ადრეც და ახლაც. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია“, - წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner