logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: გულის ამაჩუყებელი წერილი მისწერა სააკაშვილმა ბაჩანა შენგელიას. ია კერზაია მოიხსენია როგორც მისი და, იმდენად ფეხებზე ჰკიდია თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი, რომ ძალიან ზედაპირულად აინტერესებს
- +

15 თებერვალი. 2022. 20:56

 

„გულის ამაჩუყებელი წერილი მისწერა სააკაშვილმა ბაჩანა შენგელიას. მისწერა, მაგრამ ორი რამ მაინც გაეპარა. პირველი ის, რომ ქალბატონი ია კერზაია მოიხსენია როგორც ბაჩანა შენგელიას არა როგორც დედა, არამედ როგორც და. ე.ი. იმდენად ფეხებზე ჰკიდია თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი, რომ ძააალიან ზედაპირულად აინტერესებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ facebook პოსტს, სადაც სააკაშვილი ბაჩანა შენგელიას მიმართავს.

 

როგორც გაბრიჭიძე წერს, მისგან გასაკვირი არ არის, რადგან მისთვის ხალხი უბრალოდ საზარბაზნე ხორცია, რომლებიც მის კეთილდღეობას უნდა შეეწირონ.

 

„გულის ამაჩუყებელი წერილი მისწერა სააკაშვილმა ბაჩანა შენგელიას. მისწერა, მაგრამ ორი რამ მაინც გაეპარა. პირველი ის, რომ ქალბატონი ია კერზაია მოიხსენია როგორც ბაჩანა შენგელიას არა როგორც დედა, არამედ როგორც და. ე.ი. იმდენად ფეხებზე ჰკიდია თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი, რომ ძააალიან ზედაპირულად აინტერესებს. პრინციპში ეს მისგან გასაკვირი არც არის. მისთვის ხალხი ხომ უბრალოდ ის საზარბაზნე ხორცია, რომლებიც მის კეთილდღეობას უნდა შეეწირონ. არ ვიცი გაითვალისწინებენ თუ არის სააკაშვილის ამ თვისებას სხვები, მაგრამ წესით უნდა დაფიქრდნენ ვის უჭერენ მხარს. ახლა იტყვიან - ეს ტექნიკური შეცდომააო და თუ იტყვიან კიდე უარესი. ჯერ ერთი ვინც კომპში ტექსტი ატვირთა, ხომ უნდა გადაეკითხა და თუ მაინც გაიპარა შეცდომა, ვინმეს ხომ უნდა ეთქვა ამ შეცდომის შესახებ? მაგრამ არა. ისინი ხომ სააკაშვილის სულიერი შვილები არიან და ბაჩანა შენგელია თავის ტრაგედიასთან ერთად არავის აღელვებს. მეორე იაღლიში ის მუქარაა, რაც ოპოებთან მიმართებაში წამოსცდა: მოდი, ჯერ ამ მოქმედი ბოროტმოქმედებისგან ვიხსნათ ქვეყანა და დანარჩენებს მერე მივხედავთ. ანუ როგორც ბოლშევიკებმა გამოიყენეს ესერები და ბატკა მახნო, ჩვენც ისე გამოვიყენოთ და მერე როგორც ლენინი მათ მოექცა, ჩვენც ზუსტად ეგრე მოვექცეთო. ეგაა და ეგ. მეტი არაფერი“, - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner