logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: საინტერესოა ბელადის ეპისტოლეებს ვინ წერს, ან ვინ აქვეყნებს ასე უნიჭოდ და ყოველ ჯერზე - თითქოს გამიზნულად, მიშას ჩაძირვის მიზნით
- +

15 თებერვალი. 2022. 20:57

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის Facebook პოსტს ეხმიანება, რომლითაც ის ბაჩანა შენგელიას მიმართავს.  

 

მისი თქმით დღეს არც ია კერზაიას სიკვდილი ახსოვთ არა და ორ წელიწადზე მეტი მათ ხსენებაზე აწყობდნენ საკუთარ დღის წესრიგს თავის ანტისახელისუფლებო განწყობებში.

 

„აქ იმდენად ის კი არ არის საგულისხმო - დედაზე წერს, დაზე თუ ქალიშვილზე. მიდგომაა საინტერესო და ტენდენცია. რაღაც ბოლშევიკური - „ტყეს ჭრიან, ნაფლეთები დაფრინავენ“. რა მნიშვნელობა აქვს მისთვის, ვინ დგას იმ უამრავი მსხვერპლის უკან, ვის განადგურებაზეც თავის დროზე ან პირდაპირ იძლეოდა ბრძანებას, ან განუკითხაობის ატმოსფეროს ქმნიდა, ან დაუსჯელობის სინდრომს აყალიბებდა საკუთარ ჯალათებში. რა მნიშვნელობაა აქვს მისთვის - ვინ ვისი მშობელი, ან ვინ ვისი შვილი იყო. არც მაკო გომურის დაკარგული თვალი ახსოვს დღეს ვინმეს, არც ია კერზაიას სიკვდილი - არა და, ორ წელიწადზე მეტი მათ ხსენებაზე აწყობდნენ საკუთარ დღის წესრიგს თავის ანტისახელისუფლებო განწყობებში. დღეს კი გუშინდელი ჯალათები საკუთარ „ჰუმანურ“ რაზმებში მიიღეს ზარ-ზეიმით და დღეს წარსულის მსგავსი „წვრილმანები“ ვიღას აინტერესებს.

 

P.S: ისე, მაინც საინტერესოა ბელადის ეპისტოლეებს ვინ წერს, ან ვინ აქვეყნებს ასე უნიჭოდ და ყოველ ჯერზე - თითქოს გამიზნულად, მიშას ჩაძირვის მიზნით“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner