პარლამენტმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით, 77 ხმით დაუჭირა მხარი.
ცვლილებების თანახმად, 2022 წელს შეიქმნება საბავშვო ბაღების ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა საჯარო და კერძო ბაღი დარეგისტრირდება. ასევე შემუშავდება ავტორიზაციის სტანდარტები.
ცვლილებების თანახმად 2023 წლიდან თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა შეიქმნება, რომლის მიხედვითაც ყველა სკოლამდელი დაწესებულება თვითშეფასების პროცესს ახალი სტანდარტებით გაივლის.
კანონპროექტი ეტაპობრივი ავტორიზაციის საკითხებსაც მოიცავს, კერძოდ 2025-2030 წლებში ბაღების ეტაპობრივი ავტორიზაცია, მათი მზაობიდან გამომდინარე გაწერილი გრაფიკის საფუძველზე განხორციელდება.