პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები აირჩია.
დეპუტატებმა კენჭისყრის შედეგად პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლელა ჯანაშვილი 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი კოკა (კარლო) კაციტაძეს 76 ხმით, 1 წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა.
ახალი სამსახურების ხელმძღვანელები პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია.