logo_geo
eng_logo
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები აირჩია
- +

15 თებერვალი. 2022. 21:00

 

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები აირჩია.

 

დეპუტატებმა კენჭისყრის შედეგად პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლელა ჯანაშვილი 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი კოკა (კარლო) კაციტაძეს  76 ხმით, 1 წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა.

 

ახალი სამსახურების ხელმძღვანელები პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner