logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: სამეგრელოში მთელი საარჩევნო კამპანია ია კერზაიას თემაზე იყო აგებული და ახლა აღმოჩნდა, რომ საკითხი საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი, თურმე „მთავარი ეჭვმიტანილის“ პარტიასთანაც შეიძლება გარიგების დადება
- +

15 თებერვალი. 2022. 21:03

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ მიზნის მისაღწევად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდიან. მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში და კონკრეტულად ზუგდიდში მთელი საარჩევნო კამპანია „ქართული ცნების" წინააღმდეგ სწორედ ია კერზაიას თემაზე იყო აგებული“, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

 

როგორც ბოჟაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს ასე ადარდებს ვინმეს პრობლემა და ბედ-იღბალი, საკუთარი ოჯახის წევრები აქცია პოლიტიკურ ინსტრუმენტად და სხვის ოჯახს გაუწევდა ანგარიშს?

„ძალიან სამწუხაროა რომ მიზნის მისაღწევად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდიან. მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში და კონკრეტულად ზუგდიდში მთელი საარჩევნო კამპანია „ქართული ცნების“ წინააღმდეგ სწორედ ია კერზაიას თემაზე იყო აგებული და ახლა აღმოჩნდა, რომ ბაჩანა შენგელიას დედის (რომელ სოლიდარობაზეა საუბარი, როცა მიხეილ სააკაშვილმა ისიც კი არის ვინ გარდაეცვალა დედა თუ და) საკითხი საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი, თურმე „მთავარი ეჭვმიტანილის“ პარტიასთანაც შეიძლება გარიგების დადება. ასე ადარდებს მიხეილ სააკაშვილს ვინმეს პრობლემა და ბედ-იღბალი, საკუთარი ოჯახის წევრები აქცია პოლიტიკურ ინსტრუმენტად და სხვის ოჯახს გაუწევდა ანგარიშს? ამიტომ უნდა დაფიქრდეს პირველ რიგში ამომრჩეველი და მერე ოპოზიციური პარტიები თუ ვის უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება!“ - წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner