საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის აზრით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების თანამდებობებზე პარლამენტმა საუკეთესო კანდიდატები აირჩია.
„საკომიტეტო მოსმენაზე კარგად მოვუსმინეთ ორივე კანდიდატს, როგორც ჯანაშვილს, ასევე ალფაიძეს. იყო კრიტიკული კითხვები და დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი საუკეთესო კანდიდატს. რაც შეეხება ოპოზიციის მრუდე დღის წესრიგს, მათგან ყოველთვის ისმის ნებისმიერ საკითხზე დესტრუქცია იმ დღის წესრიგიდან გამომდინარე, რაც მათ აქვთ“, - აცხადებს მათიკაშვილი.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად ლელა ჯანაშვილი, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად კოკა (კარლო) კაციტაძე აირჩია.