logo_geo
eng_logo
ცაგერში ანტიკური ხანის სამარხები აღმოაჩინეს
- +

5 აგვისტო. 2016. 14:30


ცაგერში  საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ანტიკური ხანის სამარხები აღმოაჩინა.


სამარხები კონკრეტულად, სოფელ დეხვირში სამაროვანის გათხრისას  აღმოაჩინეს. ერთ-ერთ სამარხში მამაკაცის ჩონჩხი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის I-III  საუკუნეებს განეკუთვნება.


აღმოვაჩინეთ ოთხი ახალი სამარხი. ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნია მამაკაცის ჩონჩხი, რომელსაც თან ახლავს ბრინჯაოთი შემკული მახვილი და შუბი. პირში ბრინჯაოს მონეტა ჰქონდა, ხოლო ფეხებთან მოზარდი ჰყავდა დამარხული", - განუცხადა 2030 NEWS -ს ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ნინო სულავამ.


სოფელ დეხვირში არსებულ სამაროვანში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ოთხი სამარხი გასულ წელსაც აღმოაჩინა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner