ცაგერში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ანტიკური ხანის სამარხები აღმოაჩინა.
სამარხები კონკრეტულად, სოფელ დეხვირში სამაროვანის გათხრისას აღმოაჩინეს. ერთ-ერთ სამარხში მამაკაცის ჩონჩხი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებს განეკუთვნება.
„აღმოვაჩინეთ ოთხი ახალი სამარხი. ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნია მამაკაცის ჩონჩხი, რომელსაც თან ახლავს ბრინჯაოთი შემკული მახვილი და შუბი. პირში ბრინჯაოს მონეტა ჰქონდა, ხოლო ფეხებთან მოზარდი ჰყავდა დამარხული", - განუცხადა 2030 NEWS -ს ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ნინო სულავამ.
სოფელ დეხვირში არსებულ სამაროვანში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ოთხი სამარხი გასულ წელსაც აღმოაჩინა.