logo_geo
eng_logo
ვლადიმერ მენაბდის და ტვ „მთავარის“ მორიგი დეზინფორმაცია - რას ამბობენ სოფელ ცხემლისხიდში
- +

15 თებერვალი. 2022. 23:26

 

ვლადიმერ მენაბდე და „მთავარი“ ოზურგეთზე მორიგ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებენ, თითქოს სოფ. ცხემლისხიდში მერის წარმომადგენლის თანაშემწის პოზიციაზე მიღებული საკადრო გადაწყვეტილება მატერიალურ სარგებელს - არც მეტი, არც ნაკლები, შინაურ ცხოველს უკავშირდება.

 

„ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მენაბდეს ოზურგეთის მერიაში ფიქტიურად დასაქმებული „თანამშრომლების“ მოხსნაზე შეატყობინეს და მისგან სოფელ ცხლემლისხიდზე და ოზურგეთის მერიაზე გავრცელებული მორიგი ცილისწამება სწორედ ამას უკავშირდება. ამავე წყაროს ინფორმაციით, ვლადიმერ მენაბდეს წინა მერის მართვის პერიოდში, სავარაუდოდ, სწორედ მერის მიმართ „ჟურნალისტური მხარდაჭერის და კომფორტის“ სანაცვლოდ, მერიაში რამდენიმე თანამშრომელი და მეუღლე ჰყავდა ისე გაფორმებული, რომ სამსახურში არცერთს არ უვლია. ცნობილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამგვარად გაფორმებულ ფიქტიურ თანამშრომლებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა.

 

„სტატიაში ცხემლისხიდთან დაკავშირებით მოყვანილი „ფაქტი“ სრული სიცრუეა, რომელზედაც სერიოზული კომენტარის გაკეთება არც კი შეიძლება და ლადო მენაბდისგან ოზურგეთს არ უკვირს ასეთი მდარე ტყუილები, პოლიტიკურად ანგაჟირებული მოქმედება და მედიის პირადი ინტერესებისთვის გამოყენება“, - აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner