logo_geo
eng_logo
NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინა და საქართველო NATO-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან - ალიანსის გაფართოების კარი ღიაა
- +

15 თებერვალი. 2022. 23:54

 

„უკრაინა და საქართველო NATO-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან“, - განაცხადა NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა.

 

„ალიანსის ყველა წევრს ესმის ის მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რომელიც უკრაინასთან და საქართველოსთან გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი უკრაინელი და ქართველი მეგობრებისთვის საკმაოდ მკაფიო გზავნილები კეთდება, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და პატივს ვცემთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ის, რომ ალიანსის გაფართოების კარი ღიაა. რუსეთი-NATO-ს საბჭოზე გარკვევით განვაცხადეთ, რომ ალიანსი რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის საკითხს არ განიხილავს. მზად ვართ, განვიხილოთ სხვა საკითხები, იარაღის კონტროლი, გამჭვირვალობა, რისკების შემცირება. რაც შეეხება ღია კარს, ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ შევინარჩუნებთ იმ ვალდებულებებს, რაც გვაქვს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner